ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში – “საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველომ” ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

0
758

თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში – “საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველომ” ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის პროცესში რამდენიმე მნიშვნლოვანი ტენდენცია გამოიკვეთა:

ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება, მისი ოჯახის წევრის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ხშირია ადგილობრივი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალურ სსიპ-ებსა და აიიპ-ებში.

არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა.

სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში იმავე რაიონულ სასამართლოში.

სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

კვლევის მიხედვით, ნეპოტიზმის შემთხვევები ფიქსირდება სასამართლო სფეროში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ორგანოში. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ყველა ახლობელი, რომელიც დასაქმებულია საჯარო სფეროში, “ქართული ოცნების” წარმომადგენელია. ამ თემაზე განცხადებები დეპუტეტებმაც გააკეთეს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ნეპოტიზმი მმართველი გუნდისთვის დამახასიათებელია და ის მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის სწორ განვითარებას.

“კორუფცია და ნეპოტიზმი არის “ოცნების” სავიზიტო ბარათი. ესაა ის წესი, რითაც სახელმწიფოს მართავს. ყველას გვახსოვს, როგორ თქვა ივანიშვილმა რომ ნაცნობობა საქართველოში ჩვეული ამბავია და ამას ვერაფერს ვერ ვუზამთ,-აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი. 

რატიანის მოსაზრებას იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც. 

“ქართულმა ოცნებამ” ჩაძირა ეს ქვეყანა ნეპოტიზმში, კლანისზმში. გარიგებებზე და არა წესრიგზე დაფუძნებულ ურთერთობებში. ჯერ მარტო ჩინჩალაძე, ზარდიაშვილის ოჯახის წევრებს რომ დააკვირდეთ, თქვენ დაინახავთ მთელ სურათს, როგორია სახელმწიფო სამსახური,”- აღნიშნავს ანა დოლიძე. 

“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” კვლევის შედეგებს არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში. “ქართულმა ოცნებამ”  ამჯერადაც კითხვის საპასუხოდ იერიში არასამთავრობო ოროგანიზაციაზე მიიტანა. 

“რაც უფრო არჩევნების დავუახლოვდებით, მით მეტად იქნება ასეთი განცხადებები და სამწუხაროა, რომ არასამთავრობოები ჩართულნი არიან ამ პოლიტიკურ ჯახში. თუ რაიმე მაგალითი არსებობს იმისა, რომ ვინმე სადმე არასწორად დაინიშნა, ან ნათესაობით ან ინტელექტის დაბალი დონით, ამაზე უნდა გამოქვეყნდეს კონკრეტული ინფორმაცია და უნდა ვიცოდეთ ეს,”- აცხადებს გია ვოლსკი. 

აღსნიშნავია, რომ კვლევაში მოცემულია კონკრეტული დეპუტატების სახელები და გვარები, რომელთა ახლობლები დასაქმებულნი არიან საჯარო უწყებებში. მათ შორისაა, ზვიად ძიძიგური, ირაკლი ბერაია, შოთა ხაბარელი და ირაკლი სონღულაშვილი. 

წინა სტატიაანაკლიის პროექტი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია და ვისურვებდით, რომ განხორციელდეს – კარლ ჰარცელი
შემდეგი სტატიაზუგდიდის ბაზრის წინ ხეების გადაბელვას მოვაჭრეები აპროტესტებენ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური