მთავარისიახლეებიპოლიტიკამინისტრის საათის“ ფორმატში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმენენ

მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმენენ

Published on

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. მთავარი საკითხი, რაზეც დეპუტატები დავით ზალკალიანს კითხვებს დაუსვამენ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

„კითხვები გვექნება ყველა მიმართულებით, რაც ჩვენ დღის წესრიგშია. ეს ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დეოკუპაციას, არაღიარების პოლიტიკას, ევროკავშირსა და ნატოს-თან თანამშრომლობას, სამომავლო გეგმებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას,” – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ.

საპარლამენტო ოპოზიციას საგარეო საქმეთა მინისტრთან ძირითადი კითხვები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით ექნება.

„გვექნება კითხვები საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც გვაქვს დღეს, რაც უკავშირდება რუსეთისადმი მავნებლურ განწყობას. მათ შორის იქნება შეკითხვები ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრაზე, ამ შეხვედრის ორგანიზებაზე,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

„მინისტრის საათი“ ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

სიახლეები

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...