მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მიხედეთ საქმეს" - ნათია თურნავა ანაკლიის კონსორციუმს მიმართავს

“მიხედეთ საქმეს” – ნათია თურნავა ანაკლიის კონსორციუმს მიმართავს

Published on

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა მხარს ვუჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს.

“მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა”- უთხრა ნათია თურნავამ მედიას.

მინისტრი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდებს, საქმეს მიხედონ.

„ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, მთავრობა კვლავ თანმიმდევრულია ამ პროექტთან მიმართებაში.

„2017 წლიდან მოყოლებული, ექვსჯერ მოხდა ამ პროექტს ვადების გადაწევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით, არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლა და მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცდით ინვესტორს, ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა თურნავამ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...