მთავარისიახლეებიმსოფლიოერდოღანმა ტრამპის წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა

ერდოღანმა ტრამპის წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა

Published on

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დონალდ ტრამპის წერილი სანაგვეში მოისროლა.

წერილი, რომელიც დათარიღებულია 9 ოქტომბერს, გაგზავნილ იქნა მას შემდგომ, რაც ამერიკის ჯარებმა დატოვეს სირიის ჩრდილოეთი. წერილში ტრამპი მოუწოდებს თურქეთის პრეზიდენტს: “ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი”!

თურქული წყაროების მიხედვით, ერდოღანმა სრულად უყურადღებოდ დატოვა წერილის მოთხოვნები და ის ნაგვის ურნაში მოისროლა, ხოლო წერილის მიღების დღეს, თურქეთმა ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია წამოიწყო

რაც შეეხება წერილის შინაარსს, ერთის მხრივ მასში ტრამპი ერდოღანს ემუქრება მისი ეკონომიკის განადგურებით, თუ ის გააგრძელებს სისხლისღვრას სირიაში, ხოლო მეორეს მხრივ პროგნოზირებს, რომ სწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, მას (ერდოღანს) ისტორია აღნიშნულს დაუფასებს

ანალიტიკოსებისთვის ყოვლად წარმოუდგენელია პრეზიდენტის მხრიდან ასეთი ლექსიკით მიმართვა მეორე ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ

ტრამპს ასევე აკრიტიკებენ სირიის ჩრდილოეთიდან საკუთარი ჯარების გაყვანის გამო, რომელიც მხარს უჭერდა ქურთულ შენაერთებს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ, რამაც ბიძგი მისცა თურქებს დაეწყოთ ფართო მასშტაბიანი ოპერაცია სირიაში ქურთების წინააღმდეგ, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს. ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები ამერიკაში, რასაც მოჰყვა ორპარტიული კრიტიკული რეზოლუციის მიღება წარმომადგენლობით პალატაში

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/world-middle-east-50080737

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...