მთავარიUncategorizedვითარება სირიაში

ვითარება სირიაში

Published on

ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკული შენაერთების გაყვანის შემდგომ, თურქულმა ძალებმა დაიწყეს სირიის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები. თურქული მხარის განცხადებით, მათი მიზანია სირიის საზღვარზე, სირიის შიგნით, 30 კილომეტრიანი “უსაფრთხო ზონის” გაძლიერება. თურქეთი ასევე აღნიშნავს, რომ “სირიის დემოკრატიული ძალების” შიგნით მოქმედი ქურთული ჯგუფი რეალურად გახლავთ ტერორისტული ორგანიზაცია და აქტიურად დაიწყო მის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის მთავარი დასაყრდენი სირიაში სწორედ ქურთული დანაყოფია. აშშ-მ თურქეთის გადაწყვეტილებას, თურქ ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესებით უპასუხა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის მხრიდან ჩრდილოეთ სირიის დატოვებას, ქურთები აფასებენ როგორც ზურგში დანის ჩარტყმას.

ამ მოცემულობით ისარგებლა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა, რომელსაც მხარს უმაგრებს რუსეთი და 2012 წლის შემდგომ პირველად შეძლო ჩრდილოეთ სირიაში არსებული სტრატეგიული ქალაქის მანბიჯის დაკავება, რომელიც 2016 წელს, ქურთებმა გაათავისუფლეს ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოსგან” და, რომელსაც, თვითონ მართავდნენ აქამდე, თუმცა მათივე ინიციატივით მათ ეს ტერიტორია დაუთმეს სირიის სამთავრობო ძალებს

რაც შეეხება ჰუმანიტარულ ვითარებას, ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშე”, ჩრდილოეთ სირიაში არსებული მძიმე ვითარების გამო, ქვეყნის ამ ნაწილს ტოვებს

ავტორი: ლევან თორია

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...