მთავარისიახლეებისაზოგადოებაკუბლაშვილი, თავისი ქცევით, ადვოკატთა კორპუსს ზიანს აყენებს - ადვოკატთა ასოციაციის წევრი

კუბლაშვილი, თავისი ქცევით, ადვოკატთა კორპუსს ზიანს აყენებს – ადვოკატთა ასოციაციის წევრი

Published on

ადვოკატთა ასოციაციის წევრმა, ვასილ მამულაშვილმა, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაზარალებული თამთა თოდაძის სატელევიზიო დებატებში გამოწვევისთვის გააკრიტიკა. 

მამულაშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მისი აზრით, კუბლაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს ადვოკატთა როლის დაკნინებასა და ადვოკატთა კორპუსის დისკრედიტაციას. 

“აგრეთვე უკვე სასაცილო სახეს იძენს ისეთი მნიშვნელოვანი უფლება, როგორიცაა “დაცვის უფლება”, რომლის სრულყოფილად და ჯეროვნად განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც მხარის უფლებებისა და ინტერესების დაცვის კონტექსტში, აგრეთვე სრულყოფილი მართლმსაჯულების განხორციელების კონტექსტში,”- წერს მამულაშვილი. 

ადვოკატის თქმით, კუბლაშვილის საჯარო გამოსვლებიდან გამომდინარე ის ფაქტობრივად კომიკურ ფიგურად იქცა, რასაც უკვე შეუქცევადი ხასიათი აქვს. 

“ჩვენ ვიცით, რომ ადვოკატის მხრიდან დაცვის უფლების განხორციელება აგრეთვე უნდა მოექცეს იმ რეგულირების ფარგლებში, რომელიც კანონით არის განსაზღვრული (ადვოკატმა მინიმუმ უნდა დაიცვას ადვოკატის პროფესიული ეთიკის კოდექსი). ერთად აღებული 100 თაღლითი ადვოკატი ვერ მიაყენებს თავისი ქცევით იმხელა ზიანს, რა ზიანსაც აყენებს ეს ადვოკატი ადვოკატთა კორპუსს უკვე ამ ორი კვირის განმავლობაში,”- დაწერა მამულაშვილმა. 

ვასილ მამულაშვილი ადვოკატთა ასოციაციას რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

“ან საჯაროდ თქვით, რომ ადვოკატთა კორპუსი და თითოეული ადვოკატი სულ ცალ ფეხზე გკიდიათ!” – წერს ის. 

14 ოქტომბერს მარიამ კუბლაშვილმა სატელევიზიო დებატებში გამოიწვია თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. კუბლაშვილმა მთავარ არხსა და ერთერთ წამყვან ნიკა გვარამაის ეთერის დათმობა საჯაროდ სთხოვა. ადვოკატი გვარამიასგან ასევე ითხოვს, რომ მას მიეცეს საშუალება, “ამომწურავი კითხვები” დაუსვას თამთა თოდაძეს, რომელიც პროკურატურამ ამ საქმეში დაზარალებულად ცნო. 

ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმ დღესვე მიმართა. 

11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი. 

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. 

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს. 

ამასთან, უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომლითაც ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება. უფლებადამცველები პროკურატურისგან შესაბამის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...