მთავარისიახლეებიკონფლიქტებისასწრაფოდ ჩაერთეთ ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავროები, უბრალო მოქალაქეები ოკუპაციის პროცესის შესაჩერებლად!- დავით ქაცარავა...

სასწრაფოდ ჩაერთეთ ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავროები, უბრალო მოქალაქეები ოკუპაციის პროცესის შესაჩერებლად!- დავით ქაცარავა მიმართვას ავრცელებს

Published on


ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. ის მოუწოდებს ყველას გაერთიანებისკენ, რადგან როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ოკუპანტები სოფელ ყობისკენ დაიძრნენ.

„სამწუხაროდ, ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზებიდან უარესი გამართლდა.
ოკუპანტები დაიძრნენ ყობისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით დღეს, დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით. გენადი ბოსიკოვი, ხაშურის რაიონის სოფელ ყობის ერთადერთი და უკანასკნელი მაცხოვრებელი გადაიქცევა ორკების მძევლად, ან ახალ დევნილად.
ასევე გამოჩნდნენ ყობის მიმდებარედ პოლიციელები.
სასწრაფოდ ჩაერთეთ ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავროები, უბრალო მოქალაქეები ოკუპაციის პროცესის შესაჩერებლად!
მარტო ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ს გვბლოკავს ხელისუფლება, ერთად ვერ შეგვაჩერებენ!.
სასწრაფოდ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ხერხი, კონტაქტი და მშვიდობიანად დავდგეთ ჩვენი მიწების დასაცავად!“- წერს ქაცარავა

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...