მთავარისიახლეებიპოლიტიკაანაკლიის პორტის კონსორციუმის თავმჯდომარე ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს

ანაკლიის პორტის კონსორციუმის თავმჯდომარე ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს

Published on

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღეს ეწურება მთავრობისთვის სავალდებულო დოკუმენტის წარდგენის ვადა, რომელიც ინვესტორის მიერ კაპიტალის სრულად შევსებას დაადასტურებს.

ასევე კონსორციუმმა უნდა წარადგინოს წინასწარი, არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც ბანკების მხრიდან სასესხო დაფინანსების მოპოვებას ეხება.

შესაბამისად, სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის სამთავრობო კომისია შეიკრიბება. თუ კონსორციუმი აღნიშნულ ორ მოთხოვნას დღის ბოლომდე ვერ შეასრულებს, განიხილება ორი სცენარი: ვალდებულებების შესრულების კიდევ ერთხელ გადავადება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.

კონსორციუმის თავმჯდომარე ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს. ლევან ახცლედიანი დახმარებას მთავრობისგან ელოდება და ამბობს, რომ კონსორციუმმა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის თხოვნით ხელისუფლებას უკვე მიმართა.

ახვლედიანის თქმით, ახლა სწორედ მთავრობის ჯერია და დაელოდებიან მათ ნაბიჯებს, რის შემდეგაც ისაუბრებენ პორტის მშენებლასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზე.”ჩვენ ვთვლით, რომ ახლა ბურთი მთავრობის მხარესაა და მთავრობამ უნდა დააფიქსიროს კონკრეტული პოზიცია, რომელიც მათი მხრიდან ნჩვენ არ მოგვისმენია. კონკრეტული ვადები პასუხზე გაწერილი არ არის არც დაპირება მიგვიღია. არიან ინვესტორები, რომლებიც გამოთქვამენ მზაობას, რომ მიიღონ მონაწილეობა პროექტში. კონკრეტული საკითხები გადასაწყვეტია ერთობლივად, ჩვენ ვთვლით, რომ ის წინადადება რაც წარვადგინეთ ითვალისწინებს ამ ხედვას.” – აცხადებს ლევან ახვლედიანი.
ანაკლიის კონსორციუმს ხვალ 6 საათამდე აქვს აქვს ვადა იმისთვის, რომ წარადგინოს გარანტიები, რომ მათ შეძლეს 400 მილიონიანი ინვესტიციების მოზიდვა პორტის მშენებლობის დასაწყებად. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეში ჩაერთვება მთავრობა და შესაბამისი კომისია პრემიერის ხელმძღვანელობით გადაწყვეტს რა ფორმით შეიძლება გაგრძელდეს ეს პროექტი

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...