მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით - სააკაშვილი

ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით – სააკაშვილი

Published on

ჯუნგლები არ გვინდა, შურისძიება დაუშვებელია, მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

სააკაშვილის თქმით, მაღალი თანამდებობის პირებისგან მოპარული ქონება ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

„ჯუნგლები მართლა არ გვინდა. შურისძიება დაუშვებელია, მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით. ხალხისგან მაღალი თანამდებობის პირებისგან მოპარული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს არა რომელიმე კონკრეტულმა გვარმა და სახელმა, არამედ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საერთაშორისო სასამართლოს უცხოელმა მოსამართლეებმა. შეწყვიტეთ ყველამ ინდულგენციების გაცემა ხალხის დაჩქარებულ ძარცვასა და ეროვნული დოვლათის განიავებაზე. თქვენს პირად ქონებას რომ შეხებოდნენ, იგივე დაპირებას გასცემდით? აბა, ხალხმა რა დააშავა?“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება. ბაქრაძის თქმით, მათი პარტიის მიზანი არის არა ვინმეს დასჯა, არამედ კანონის უზენაესობა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...