მთავარისიახლეებიპოლიტიკაიმაზე ჩერჩეტი ყოფილა ბოკერია, ვიდრე მეგონა - თაკო ჩარკვიანი

იმაზე ჩერჩეტი ყოფილა ბოკერია, ვიდრე მეგონა – თაკო ჩარკვიანი

Published on

გიგა ბოკერია ისე „აჭრა“ სააკაშვილმა, სულ ჩერჩეტი გამოჩნდა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პარტია „კანონი და სამართალი“, რათა ბოლომდე მიიყვანონ დიდი სახელმწიფოებრივი საქმე.

„დედა, ეს გიგა ბოკერია ისე „აჭრა“ სააკაშვილმა, სულ ჩერჩეტი გამოჩნდა. მართლა დავრწმუნდი, რომ თუ რაიმე აღმშენებლობა იყო სახელმწიფოებრივი ყოფილი ხელისუფლების დროს, მართლა მხოლოდ სააკაშვილის ფლანგიდან კეთდებოდა (დიახ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ სწორ გზაზე დგას).  აბა, ეს ძალაუფლებისთვის „მებრძოლი წურბელა“ ხელს თუ შეუშლიდა საერთო საქმეს, თორემ რისი გამკეთებელიც არის კი გამოჩნდა. იმაზე ჩერჩეტი ყოფილა ბოკერია, ვიდრე მეგონა. მიდი, გიგა, გენაცვალე. „გიგანტური“ ნაბიჯებით „ოცნებისკენ“ აკი ვამბობდი, ა, ბატონო, რა ჰქნას მეტი, რითი დაამტკიცოს, გაერთიანებული ოპოზიციის ხსენება არ უნდა, რადგან სწორედ ეს არის ივანიშვილის მიზანი. ცალკე ერთ პარტიას თვლის, რომ მოერევა, ამიტომაც მომიხსენია ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერად და არა გაერთიანებული „ძალა ერთობაშიას“ სპიკერად. „უსრულებს“ ბიძინას. თუ ივანიშვილის (რუსეთზე მომუშავე) ხელისუფლების გაშვება უნდა, მაშინ რა დროს იმ ძალის „ძალა ერთობაშია“. გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელმაც დიდი დარტყმა მიაყენა ივანიშვილის ხელისუფლებას, რაღა იმ ძალას ებრძვის და ესვრის ტალახს?! დიახ. გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ სჭირდება საქართველოს, რა თქმა უნდა, პარტია „კანონი და სამართლით“, რომლის თავმჯდომარეც ვარ უმაგრეს ადამიანებთან ერთად და ბოლომდე მივიყვანთ დიდ სახელმწიფოებრივ საქმეს. საქართველო ძლიერი სახელმწიფო იქნება „კანონით და სამართლით“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...