აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სირიაში შეჭრის გამო ანკარას ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს

0
488

აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ქურთებზე თურქეთის თავდასხმის შესაჩერებლად ვაშინგტონს სამხედრო ძალის გამოყენება არასოდეს განუხილავს და ტრამპმა კვირას პენტაგონს დაავალა, ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანა უზრუნველყოს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტივენ მნუჩინის, თქმით, ტრამპმა თურქეთს „ძალიან მკაცრი სანქციები“ მოუმზადა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ სანქციების საკითხზე კონგრესშიც „დიდი კონსენსუნსი“ არსებობს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა სანქციებს უმზადებს აშშ თურქეთს.

ცნობილია იმ კანონპროექტის შინაარსი, რომელიც აშშ-ის წარმადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა, და კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა მაიკ მაკკაულმა მოამზადეს და წარადგნეს, რომელიც სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ჩართული თურქი მაღალჩინოსნებისა და თურქეთის თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული ბანკების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით აშშ-მ თურქეთში იარაღის ექსპორტი უნდა შეაჩეროს.

აშშ-ის მიერ სანქციების შესაძლო დაწესების საკითხზე კომენტირებისას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ანკარა უპასუხოდ არ დატოვებს არც ერთ ქმედებას, რომლის მიზანი ტერორიზმის წინააღმდეგ მის ბრძოლისთვის ხელის შეშლა იქნება.

წინა სტატია14 ოქტომბერი – მცხეთობა- სვეტიცხოვლობის დღესასწაული
შემდეგი სტატიაკახათში მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური