ამერიკელი დოპლომატები და სამხედროები სირიას ტოვებენ

0
492

ამერიკელ დიპლომატთა ჯგუფმა, რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სტაბილიზაციისკენ მიმართულ პროექტებზე მუშაობდა, ქვეყანა დატოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტოს ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ვაშინგტონმა სირიიდან საკუთარი ჯარის გაყვანის პროცესიც დაიწყო.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერამ გუშინ განაცხადა, რომ აშშ-მ ჩრდილოეთ სირიიდან დარჩენილი 1 000 ჯარისკაცის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თურქები სამხრეთისა და დასავლეთისკენ თავდასხმის გაფართოებას აპირებენ“, – განუცხადა CBS-ს ესპერმა.

წინა სტატიამამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო – მეუფე გრიგოლი
შემდეგი სტატიაივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით – სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური