მთავარისიახლეებისაზოგადოება„თანატოლები თანასწორებისთვის“ - ახალგაზრდული ფესტივალი ზუგდიდში (Foto)

„თანატოლები თანასწორებისთვის“ – ახალგაზრდული ფესტივალი ზუგდიდში (Foto)

Published on

11 ოქტომბერს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორებისთვის“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა.

ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები: სპორტული აქტივობები; არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა;  ცოცხალი ბიბლიოთეკა; სახეების მოხატვა; მამაკაცების კულინარიული შეჯიბრი;  ხელნაკეთი ნივთებისდა ფლორისტების გამოფენა-გაყიდვა;  და კონცერტი; ფესტივალი დასრუდა კონცერტით.


ფესტივალი ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ასოციაცია „ათინათის“ პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...