მთავარისიახლეებიეკონომიკაM2-ის სურვილია, შერბილდეს საბანკო რეგულაციები

M2-ის სურვილია, შერბილდეს საბანკო რეგულაციები

Published on

“საბანკო რეგულაციებმა, რასაკვირველია, გავლენა იქონია ბინების გაყიდვებზე” , – ასე უპასუხა დეველოპერული კომპანია “მ2”-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ bm.ge-ის კითხვას, რომელიც სამშენებლო სექტორში ინვესტიციების კლებაზე საბანკო რეგულაციების გავლენას და მისი შესაძლო შერბილების საჭიროებას შეეხებოდა.

“გამკაცრდა იპოთეკური სესხების გაცემა და ეს გარკვეული დოზით ხელს უშლის, რა თქმა უნდა, ბინების რეალიზაციას და კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები, რომ შერბილდეს საბანკო რეგულაციები”, – განაცხადა ბურდილაძემ.

კითხვაზე – სად ხედავენ შერბილების საშუალებას, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა:

“მაგალითად, მშენებარე პროექტის დაფინანსება ვერ მოხდება, თუ პროექტი რომელიმე ბანკის მიერ არ იქნა ე.წ. “შეკრული”. ამ პროექტის შეკვრას სჭირდება დამატებითი უზრუნველყოფის მოტანა, რაც გარკვეულწილად პრობლემას ქმნის, რადგან უზრუნველყოფა უძრავი ქონების სახით, არაა ასეთი მარტივი მოსაპოვებელი. ასევე, იპოთეკური სესხის გაცემის დროს არის გარკვეული შეზღუდვები მსესხებლის შემოსავალსა და სესხის ყოველთვიურ გადასახადთან დაკავშირებით. კარგი იქნება თუ ამ მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება. მე ვფიქრობ, რომ ბანკებს უნდა მიეცეთ, უფრო მეტი დისკრეცია, რომ თვითონ თავისი გადაწყვეტილებით, საკრედიტო რისკების აწონ-დაწონვის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, გასცენ თუ არ გასცენ იპოთეკური სესხი. მე მგონი, უფრო მეტი თავისუფლება რომ ჰქონდეთ ბანკებს, უკეთესი იქნება”, – განაცხადა ბურდილაძემ.

მისივე შეფასებით, მ2 უძრავი ქონების გაყიდვების უფრო დიდ მოცულობას ელოდა, მაგრამ
რეგულაციებმა ხელი შეუშალა.

“თუ შეიძლებოდა, რომ რაღაც პროექტები უფრო ადრე დასრულებულიყო, გამკაცრებულო რეგულაციების გამო, შეიძლება დროში გაიწელოს”, – აღნიშნა მან.

წყარო: https://bm.ge

ავტორი: თელარა გელანტია

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...