როგორ გაიყარა მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის გზები? – ანზორ ბიწაძე იმის შესახებ, რა ხდებოდა ქართული პოლიტიკის კულუარებში

0
766

რა ხდებოდა ქართული პოლიტიკის კულუარებში ნინო ბურჯანაძისა გარშემო? რა იდო ზურაბ ჟვანიას მაგიდაზე 1997 წელს და რატომ უპირიპირდებოდა მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს? როგორ გაიყარა ნინო ბურჯანაძისა და მისი თანამებრძოლების გზები? როგორ აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და რა კითხვას უგზავნის ნინო ბურჯანაძის შვილი მიხეილ სააკაშვილს?- ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე, პირველად ჰყვება დაფარული ინტრიგების უცნობ დეტალებს Newposts tv-ზე „ინტერვიუ ვანიჩკასთან“.

ანზრობ ბიწაძე ამბობს, რომ ბურჯანაძის წინააღმდეგ ფარული და ღია შავი პიარი 1997 წლიდან დაიწყო.

„ყოველთვის გადამეტებული იყო წარმოდგენები, და განსაკუთრებით დიდი კამპანია დაიწყო 1997 წელს, როცა ნინო ბურჯანაძე არის ახალგაზრდა პერპსექტიული პოლიტიკოსი, ხელძღვანელობს შეწყალების კომისიას, სასამართლო რეფორმის ერთ-ერთ მიმართულებას და შევიდა ერთ-ერთი შეხვედრის დროს მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ოთახში, და ეს ისტორია არ არის სასიამოვნო… დევს ნინოს ანკეტა და იქ არის ერთი ნაწილი, როგორ უნდა განხორციელდეს მის წინააღმდეგ შავი პიარი… წერია რომ არის ახალგაზრდა, განათლება მიღებული, კარგად მეტყველებს… მოკლედ არ არის არაფერი წარსულში ხელმოსაკიდი, რომ მის წინააღმდეგ რამე ცუდი დაიწეროს, მაგრამ კარგი იქნება თუ ანზორ ბურჯანაძეზე დაიწერება, რომ არის კორუპირებული, დაიწერებოდა პურის რიგებისა და უხარისხო პურის შესახებ, ნინო ბურჯანაძის სახელის გასატეხად.

1993 წლის თებერვალში დაინიშნა პურკომბინატის ხელმძღვანელად ბაბუა და მას მერე პურის რიგები არ ყოფილა… საქმე იმაშია, რომ ის ბაღლლინჯოიანი ფქვილი შემოიტანა შევარდნაძის ერთერთმა ნათსავმა და ის კაცი მიწაშია და იქ მოვასვენოთ… ზოგადად ხორბალი იყო უხარისხო და პური გამოცხვებოდა თუ არა ესეც არ იცოდნენ… მაგარი მენეჯერი ჭირდებოდა ამ საქმეს და ამიტომაც დანიშნა შევარდნაძემ… მეც ისეთივე პურს ვჭამდი მაშინ, როგორც სხვა…“ – ამბობს ანზორ ბიწაძე


ჟურნალისტის კითხვაზე, რას ჰკითხავდი მიშას, რომ შეხვდე? – ანზორ ბიწაძე პასუხობს: რატომ?

“მიშას ისტორია არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სევდიანი იტორია… 95%-ით არჩეული, მსოფლიოში აღიარებული ლიდერი, კვირაში ერთხელ “სიენენზე” ჩართვა, “ფოქსნიუსს” და “ბიბისის” უზის ისე, როგორც მე და შენ. მსოფლიო ლიდერების ხელი გამოწვდილი სათანამშრომლოდ და როგორ დაამთავრა, ვიცით… თვითონ იმდენს აკრიტიკებს თავის თავს, მე რაღა დავამატო… უბრალოდ ვკითხავდი, ამდენი საშუალება მოგცა ცხოვრებამ და რატომ…?” – ამბობს ანზორ ბიწაძე.

წინა სტატიაბიძინა ივანიშვილმა მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს დაავალა, დაფინანსონ პარტიები, რომლებიც არჩევნების შემდეგ, “ქართულ ოცნებასთან” ერთად კოალიციაში შევლენ
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: „ბათიაშვილის საქციელი იყო ღია ამბოხება ქვეყნის წინააღმდეგ”, თუმცა ყველა ადამიანს კანონის შესაბამისად უნდა მოექცე”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური