ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე თამთა თოდაძის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარს წერს

0
966

ზუგდიდის “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორის მოადგილე ზაზა ფარცვანია უკვე მეორედ წერს სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელ კომენტარებს. ამჯერად მან შეურაცხმყოფელი ლექსიკა სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თამთა თოდაძის მიმართ გამოიყენა.

ზაზა ფარცვანია მსგავსი პოსტების წერაში არაერთხელაა შემჩნეული. ფარცვანიამ აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეების მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი სექტემბერში მაშინ გამოაქვეყნა, როცა აქციის მონაწილეებს დეპუტატმა ემზარ კვიციანმა შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად დაუპირისპირდა. ზუგდიდის მერიის აუდიტის დასკვნის საფუძველზე მას გაფრთხილება რამდენიმე დღის წინ მისცეს.

წინა სტატიანიკა მელია სასამართლოში ,,შმაქსით” მივიდა
შემდეგი სტატია“დაგრვჩა ერთადერთი გზა, გაფიცვა და ამას მალე მიიღებთ”- ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლები კულტურის სამინისტროს მიმართავენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური