მთავარისიახლეებიპოლიტიკაზელენსკის აზრით, ომის დასრულებისთვის პუტინთან შეხვედრა აუცილებელია

ზელენსკის აზრით, ომის დასრულებისთვის პუტინთან შეხვედრა აუცილებელია

Published on

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულების მიზნით მათ აქვთ გარკვეული გეგმა, თუ  როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება –  ამის შესახებ მან უკრაინულ მედიას განუცხადა.

ის ასევე აცხადებს, რომ არ არის არანირად დარწმუნებული იმაში, რომ დონბასში ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ვლადიმერ პუტინთან მოახერხებს შეხვედრას, თუმცა  ფიქრობს, რომ ეს შეხვედრა როგორმე უნდა მოხერხდეს.

„ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ ორ ფორმატში: ნორმანდიული ოთხეულისა და ჩემი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის ფორმატში. არავინ საუბრობს პუტინთან პირისპირ შეხვედრის შესახებ იმიტომ, რომ ყველა წინააღმდეგია. მე არ ვიცი, შესაძლებელია, თუ არა ასეთი შეხვედრის გამართვა. მე ვიცი ერთი რამ: ეს შეხვედრა უნდა ჩატარდეს, თუკი ჩვენ ომის დასრულება გვსურს” , – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ მისი მთავარი მიზანია ომის დასრულება.

„მინდა გაგახსენოთ, როგორი ზელენსკი აირჩია საზოგადოებამ – მათ აირჩიეს პრეზიდენტი, რომელიც ომს დაასრულებს. მე ყოველთვის ასეთ პიროვნებად დავრჩები. გვაქვს გეგმები, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ჩემი მთავარი მიზანი ომის დასრულებაა,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია- ukrinform.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...