მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთისა და სირიის ეროვნული არმიის სამხედრო ოპერაცია ქურთების წინააღმდეგ

თურქეთისა და სირიის ეროვნული არმიის სამხედრო ოპერაცია ქურთების წინააღმდეგ

Published on

თურქეთის ჯარმა და სირიის ეროვნულმა არმიამ სირიაში ქურთების წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო თავდასხმა განახორციელეს,

თურქული მედია იუწყება, რომ მათი შეიარაღებული ძალები სირიაში ოთხი მიმართულებით შევიდნენ.

”ოპერაცია „მშვიდობის გაზაფხულის“ ფარგლებში, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სირიის ნაციონალურმა არმიამ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს”, – წერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

“სირიის დემოკრატიული ძალების” ინფორმაციით, რას-ალ-აინის რეგიონიდან ჰასაკას პროვინციისკენ ათასობით ადამიანი გაიქცა. თურქეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას კი სულ მცირე 5 მშვიდობიანი ადამიანისა და “სირიის დემოკრატიული ძალების” 3 მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, თურქეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, რომელიც დღეს სირიის საკითზე მსჯელობას გეგმავს, წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება „პროპორციული, მოზომილი და პასუხისმგებლიანი.“

გუშინ თურქეთის პერზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა და სირიის ეროვნულმა არმიამ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.„ჩვენი მიზანია ტერორისტული დერეფნის განადგურება და რეგიონში მშვიდობის დამყარება“, – წერს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი „თვითერის“ საკუთარ გვერდზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...