მთავარისიახლეებისამართალიმამუკა ხაზარაძე: ,,ივანიშვილის ჭაობი დასრულდება!" - დღეს სასამართლოში TBC ბანკის დამფუძნებლების საქმის...

მამუკა ხაზარაძე: ,,ივანიშვილის ჭაობი დასრულდება!” – დღეს სასამართლოში TBC ბანკის დამფუძნებლების საქმის არსებითი განხილვაა ჩანიშნული

Published on

დღეს, 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა იწყება. 

“ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის – შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან!” -დაწერა გუშინ, 9 ოქტომბერს მამუკა ხაზარაძემ. 

ხაზარაძის თქმით, ეს არის საქმე, რომელსაც საფუძვლად “ყოვლად აბსურდული ბრალდება” დაედო. იგი პროცესზე იწვევს საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და მოქალაქეებს. 

ეს პროცესი არ იქნება ჩემი და ბადრი ჯაფარიძის, ეს “ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი” იქნება. მობრძანდით, “რათა იხილოთ, როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს, დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – ესდასრულდება!” – წერს მამუკა ხაზარაძე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...