მთავარისიახლეებიმსოფლიოირანში ქალები საფეხბურთო მატჩს ათწლეულების განმავლობაში პირველად დაესწრნენ

ირანში ქალები საფეხბურთო მატჩს ათწლეულების განმავლობაში პირველად დაესწრნენ

Published on

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ირანში ქალები საფეხბურთო მატჩს პირველად დაესწრნენ. ამის შესახებ BBC-ი წერს.  

1979 წლიდან ქალებს სტადიონზე იმ მატჩების ყურება ეკრძალებოდათ, რომლებშიც კაცები თამაშობდნენ. ირანში საფეხბურთო მატჩებზე დასწრების უფლება ქალებს მას შემდეგ მისცეს, რაც თამაშზე დასწრების მცდელობისთვის დაკავებულმა გულშემატკივარმა საკუთარ თავს ცეცხლი წაუკიდა და დაიღუპა. 

მიუხედავად ქალებისთვის აკრძალვის გაუქმებისა, ორგანიზაცია Amnesty International-მა მთავრობის ეს ნაბიჯი “ცინიკურ მოჩვენებით დადგმად” შეაფასა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ქალი გულშემატკივრებისთვის მატჩზე დასასწრებად მხოლოდ სიმბოლური რაოდენობის ბილეთები იყიდებოდა. 

მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩზე ბილეთი 3,500-ზე მეტმა ქალმა იყიდა. მათ სტადიონზე სპეციალურად მხოლოდ ქალებისთვის გამოყოფილი სივრცე დაეთმოთ. აზადის სტადიონი საერთო ჯამში 78,000 ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...