დიპლომების ომი -ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ

0
520

,,ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესის სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსი სხდომაზე, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ – ინსტიტუტი, რომელიც შალვა თადუმაძემ დაამთავრა 2003 წლამდე ფიქსირდებოდა როგორც თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი და იგივე უმაღლესი 2002 წელს ნაზი ჯანეზაშვილს აქვს დამთავრებული, რომელმაც ეს დიპლომი წარმოადგინა და მას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

„გუშინ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც დეპუტატებმა ეჭვი შეიტანეს შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაში ის იყო, რომ ინსტიტუტს, სადაც ის სწავლობდა, 2003 წლიდან მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი. ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. საქართველოს გენერალურ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს. ჩვენ მოვიძიეთ და კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი, არის ნაზი ჯანეზაშვილი, მის დიპლომში დამთავრების თრიღად 2002 წელი ფიქსირდება. ქალბატონმა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომლის კვალიფიკაციასა და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი, ეს დიპლომი წარმოადგინა მაშინ, როდესაც იყო კანდიდატი და მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის მიერ და მას ჩვენმა ოპონენტებმაც დაუჭირეს მხარი, იგივე ინსტიტუტი დაამთავრა.

შესაბამისად, არგუმენტი,რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო 2003 წლამდე ნოდარ დუმბაძის სახელის მითითება ამ უნივერსიტეტის დასახელებაში, შეგვიძლია გადავდოთ გვერდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მართლაც, ჯანაზეშვილსაც და თადუმაძესაც დიპლომში ინსტიტუტის დასახელებაში მითითებული აქვთ, რომ ის ნოდარ დუმბაძის სახელობისაა. თავად ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ „თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“ ნამდვილად სწავლობდა 1997-2002 წლებში.ხოლო რაც შეეხება თადუმაძის დიპლომის ნამდვილობას, ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ იმ წლებში საქართველოს განათლების სისტემაში მართლაც იყო პრობლემა ,,ეს არ იყო საუკეთესო სასწავლებელი. მაშინ, მოგეხსენებათ კორუფციის მაღალი დონე იყო განათლების სისტემაში. ასე რომ ამ კონკრეტულ საქმეზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი… შესაძლოა ინსტიტუტის ადმინისტრაციის შიდა აქტით მიენიჭა დაწესებულებას მანამდე ნოდარ დუმბაძის სახელი. ერთი რამ ვიცი, რომ ასეთივე დიპლომი აქვს მოსამართლე ჩახნაშვილს და მისი ნამდვილობა დადასტურებულია“, – აცხადებს ჯანეზაშვილი და განმარტავს:

,, ჩემი განათლება ამით არ დასრულებულა. მას მერე, სერიზული კონკურსი გავიარე და სტიპენდიით მოვხვდი ვარშავის უნივერსიტეტში იქ 1 წელი ვისწავლე. საქართველოში დაბრუნებული ვმუშაობდი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. მოგვიანებით კი, კვლავ გავიმარჯვე და პროგრამით, სტიპენდიით მოვხვდი კოლუმბიის უნივერსიტეტში. მოგვიანებით ჩავაბარე კავკასიის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე, მაგრამ 2016-17 წლებში ისევ წავედი ამერიკაში. ჯერ მონტანას უნივერსიტეტში ვიყავი ერთი სემესტრი ენის კურსებზე, შემდეგ კი ვაშინგტონშიმ ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში 1 წელი ვისწავლე“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში საქართველოს გენერალურ პროკურორს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს მოუსმინეს, რა დროსაც მისი დიპლომის ნამდვილობა მწვავედ დადგა დღის წესრიგში.

წინა სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ბულგარეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაზაზა თავაძეს ,,პატრონი” არ ყოლია, მაგრამ არც ,,ბოსი”ყავს ახლა?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური