ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები დიდი ხანია მცირებიუჯეტიან შემოსავალზე საუბრობენ, თუმცა, მათი თქმით, პრობლემა ისევ პრობლემად რჩება.
„ჩვენ გამოვიყენეთ ყველანაირი ცივილური, ლეგიტიმური უფლება, გვეგონა 2020-ის ბიუჯეტში მაინც ვიპოვიდით ჩვენს თავს. დაგრვჩა ერთადერთი გზა, გაფიცვა და ამას მალე მიიღებთ.“- ეს კომენტარი სოციალურ ქსელში მუზეუმის თანამშრომელმა ნანა ფიფიამ იმ სტატიის კომენტარად დაწერა, სადაც აღნიშნულია, რომ ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით და საქართველოს პროფესიული კავშირის მონაწილეობით თბილისში მინიმალური ხელფასის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. განხილვის მთავარი თემა საქართველოში მინიმალური ხელფასი და მასთან დაკავშირებული პრობლემებია.ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ქვეყანამ მინიმალური ხელფასის ოდენობა უნდა წარადგინოს. ნანა ფიფია არ არის ეღრთადერთი თანამშრომელი, ვინც სტატიას გამოეხმაურა. აქვე მუზეუმის სხვა თანამშრომლებიც წერენ, რომ არაერთი წერილი გააგზავნეს კულტურის სამინისტროში, თუმცა, უშედეგოდ. „არაფრის იმედი არ მაქვს, რამდენჯერ დავწერეთ, მივწერეთ, რამდენჯერ თხოვნით მივმართეთ, მაგრამ შედეგი?-„- წერს მზისა ჭაფანძე
„უკვე დავიღალეთ ზუგდიდის დადიანების სასახლის თანამშრომლები ჩვენი ხელფასების გამოქვეყნებით. რატომ ვართ ასე უპატრონოდ მიყრილები კულტურის სამინისტროს მხრიდან, პასუხს გაგვცემს ვინმე? ეტყობა ადამიანებად არ გვთვლით. უდიდესი სურვილი მაქვს გამოგლანძღოთ ყველა, მაგრამ სინდისი არ მაძლევს ამის უფლებას“- წერს სოფიკო ფიფია