მთავარისიახლეებიპოლიტიკა2020 წლის ბიუჯეტზე დღეს "ევროპული საქართველოსა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები იმსჯელებენ

2020 წლის ბიუჯეტზე დღეს “ევროპული საქართველოსა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები იმსჯელებენ

Published on

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტზე დღეს “ევროპული საქართველოსა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ცალ-ცალკე იმსჯელებენ.

ოპოზიცია წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს არ უჭერს და მას მავნებლურად აფასებს.

“იზრდება საგარეო ვალი 1.8 მილიარდით, შიდა ვალი 900 მილიონით იზრდება. კონკრეტულად ოქტომბერში შიდა ვალი 400 მილიონით გაიზრდება და ფაქტობრივად, წინა საარჩევნოდ აპირებენ ბიუჯეტის ხარჯების გაწევას ვალებით, რომელიც ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს ფასებისა და ლარის სტაბილურობაზე,“ – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

“ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში სიღარიბის მატება ბიუროკრატიულმა ხარჯებმა და გადასახადების ზრდამ გამოიწვია.

“პრობლემები, რასაც ჩვენ ვხედავთ იგივეა, რაც წინა წლების ბიუჯეტში. მთავრობა ვერ აღიქვამს და არ აქვს გაცნობიერებული თუ რა გაჭირვება და სიღარიბეა ქვეყანაში და როგორ გააღრმავა ეს  სიღარიბე ფასების მატებამ, რაც თავის მხრივ გამოიწვია მთავრობის მხრიდან ბიუროკრატიული ხარჯების ზრდამ და გადასახადების მატებამ,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...