მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით გარეჯში სასაზღვრო ბაზის გახსნას, ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვა

დავით გარეჯში სასაზღვრო ბაზის გახსნას, ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვა

Published on

დავით გარეჯში სასაზღვრო ბაზის გახსნას, ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. გარეჯში ვითარების გასაცნობად დღეს გიდების და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ჩასვლას გეგმავს. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გარეჯში სასაზღვრო ბაზა გახსნა.

ადგილზე კეთდება პირველი შეფასებები, მათ შორის სასულიერო პირების მხრიდან. სასულიერო პირები, ფიქრობენ, რომ მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო მძიმდება, ამ პროცესის დროს კი შესაძლოა სამონასტრო კომპლექსის ნაწილი დაიკარგოს. 

მორჩილი ზაზა ტატუნაშვილი აღნიშნავს, რომ ბაზა აშენდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ეკუთვნის. – “ბაზა საქართველოს ტერიტორიაზეა აშენებული. სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს არცერთ მხარეს არ აქვს უფლება, რომ მშენებლობები წარმართოს,”- აცხადებს ზაზა ტატუნაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს წერილით გუშინ მიმართა. წერილში, რომელიც გავრცელდა, ილია მეორე დემარკაციის პროცესის დასრულებამდე სტატუს-კვოს აღდგენას მოითხოვს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...