მთავარისიახლეებიპოლიტიკაგავრილოვის ღამეს დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე

გავრილოვის ღამეს დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე

Published on

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე – ამ ინფორმაციას ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაცია ავრცელებს.

კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან სამნახევარი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაცია საია-მ გენერალური პროკურატურისგან გამოითხოვა.

ამ ინფორმაციის თანახმად, შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს ორ საქმეზე, რომლის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცავია ცნობილი;

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კი ბრალდება წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს, ხოლო შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილია აქციის 4 მონაწილე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გენერალურ პროკურატურას 20 ივნისის ღამეს დაშავებული 16 ადამიანის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით 19 სექტემბერს მიმართა. მაშინ პროკურატურაში თქვეს, რომ დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და “მტკიცებულების მოპოვებისა და სასამართლო-სამედიცინო დასკვნის საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება აქციის მონაწილე პირების დაზარალებულად ცნობის თაობაზე”.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, მოგვიანებით კი წყლის ჭავლით ძალადობრივად დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი. 2-მა ადამიანმა რეზინის ტყვიებით თვალი დაკარგა.

სიახლეები

რუსებო, მონებო – ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა

ქართული ოცნების მთავრობის წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. პარალელურად, გვიან...

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ...

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...