გადაცემა „ლუსტრაციას“ავტორი და წამყვანი ლევან თორია მიიჩნევს, რომ ექსპერტიზა, რომელიც 14 მაისს დადიანების სასახლეში გადაცემის ჩაწერის ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთ პირს გელა კვარაცხელიას დაზიანებებს აღწერს, გაყალბებულია. ლევან თორია სოციალურ ქსელში ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, კვარაცხელიას მარცხენა თვალზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. „ეს გახლავთ გელა კვარაცხელია, რომელიც ყველაზე აგრესიული იყო 14 მაისს, დადიანების ბაღში, გადაცემის ჩაწერისას მომხდარი თავდასხმის დროს. ეს ვიდეო და ფოტო არის ინციდენტიდან დაახლოებით 5 საათის შემდგომი და ცხადად ჩანს, რომ არავითარი დაზიანება მარცხენა თვალზე არ ჰქონდა ამ პირს, რაზეც პროკურატურა აპელირებს ურცხვად, მათ შორის სისხლჩაქცევაზე, რაც გახლავთ უდიდესი აფიორა. ანუ, გაყალბებულია ექსპერტიზის დასკვნა, ან ციხეშია ნაცემი ეს პირი. თან, თვალზე ამ ადამიანს საერთოდ არ მოხვედრია არაფერი… 15 ოქტომბერს გაგრძელდება ჩემი პროცესი ამ საქმეზე“- წერს თორია.
სიახლეები
სიახლეები
ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...
სიახლეები
პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის
ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს.
ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...
სიახლეები
ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...
სიახლეები
ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს
ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...