მთავარისიახლეებისაზოგადოება12 ოტომბრამდე მოსალოდნელია წვიმა, ქარი და ელჭექი

12 ოტომბრამდე მოსალოდნელია წვიმა, ქარი და ელჭექი

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირას საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსთა ცნობით, 9 ოქტომბრის შემდეგ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზუგდიდში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და ჰაერის ტემპერატურის საგრძნობი კლება, იგი კვირის განმავლობაში 12-სა და 16 გრადუსს შორის იმერყევებს, დღევანდელი წვიმა კი მხოლოდ ხვალამდე გასტანს.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 7 და 9 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...