ზარდიაშვილის საკითხთან დაკავშირებით საბოლოო წერტილი პირადად ბიძინა ივანიშვილმა დასვა. – აცხადებს ეკა ბესელია

0
458

დეპუტატი ეკა ბესელია, ქართული ოცნების დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის შესაძლო დატოვების საკითხს ეხმიანება.

, ვანო ზარდიაშვილი მოსიარულე ნაღმია, რომელზეც “პერიოდულად ფეთქდება ქართული ოცნება”, ამიტომ, ეს არის ის ტვირთი და სიმძიმე ქართული ოცნებისთვის, რომლის გამოც მათ თავად უნდა გადაწყვიტონ ასოცირება ამ ადამიანთან მათ უნდათ თუ არ უნდათ. ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ ასეთი ადამიანი ლაპარაკობდეს მისი სახელით, რომელიც აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, თუ არ უნდა. ამიტომ, ეს დროის ამბავია”- ამბობს ბესელია. ,

მისივე თქმით, ზარდიაშვილმა შეურაცხყოფა მას პირადად კი არა, არამედ ბიძინა ივანიშვილს მიაყენა, “რომელსაც უთხრა, რომ აი, ასეთი ადამიანი გიდგას 7 წელია გვერდში და მას ენდობოდი”. ამიტომ ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ზარდიაშვილის   საკითხთან დაკავშირებით საბოლოო წერტილი პირადად ბიძინა ივანიშვილმა   დასვა.

“რა თქმა უნდა, გავიმარჯვე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდი.  ვანო ზარდიაშვილი ჩემი წონითი კატეგორია არც არასდროს ყოფილა. ეს არის კიდევ ერთი დამარცხება იმ „კლანის“ რომელიც მას კბილებით იცავდა. მისი გაშვების საკითხი რამდენჯერმე ითქვა. მე პირადად მითხრა ივანიშვილმა ამის თაობაზე, როდესაც მე პრინციპულად ვითხოვდი, რომ ის გაეყვანათ კომიტეტიდან. მას მფარველობოდა „კლანი“, ჩინჩალაძე მფარველობდა. თუმცა იმდენად დიდი ზიანი მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ” და პარლამენტმა ამ ადამიანის ყოფნით, იმდენჯერ აფეთქდა და ბოლოს ისე აფეთქდა ამ ნაღმზე, რომ თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული. არ ვიცი ვიღაცას ეყო ჭკუა და აქ ამ ნაწილში წერტილი დასვა. რა თქმა უნდა, ეს წერტილი ივანიშვილმა დასვა, ის მიიღებდა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას. ზარდიაშვილი არსად წამსვლელი რომ არ იყო ეტყობოდა ინციდენტის შემდეგ მის ქცევებს. რა ეთერებიც ჰქონდა, ეგ იყო ადამიანის სიმდაბლის ბოლო ფაზა”, -განაცხადა ეკა ბესელიამ

წინა სტატიავანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს.
შემდეგი სტატიაფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: ,,გერმანია ატიურად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ნატო-სა და ევროკავშირში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური