მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილი: გია ყანჩელი, რაც თავი მახსოვს, სულ იყო ჩემთან და სანამ...

მიხეილ სააკაშვილი: გია ყანჩელი, რაც თავი მახსოვს, სულ იყო ჩემთან და სანამ ვიქნები, დარჩება

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კომპოზიტორი გია ყანჩელის გარდაცვალებას გამოეხმაურა:

“გია ყანჩელი რაც თავი მახსოვს სულ იყო ჩემთან და სანამ ვიქნები, დარჩება. ასე რომ მისი ფიზიკური არყოფნით ეს ჩემთვის და ყველა თანამემამულისთვის არაფრით არ შეიცვლება. ქედს ვიხრი გენიოსის ხსოვნის წინაშე.”

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოეთქვა გულისწუხილი სახელოვანი მუსიკოსის დაკრძალვის დღეს:

,, დღეს გია ყანჩელს დაკრძალავენ…გენიალური კომპოზიტორი და დიდი მოქალაქე-ასეთად დარჩა ცხოვრების ბოლო წუთამდე…
ივნისში ის გამოეხმაურა რუსთაველზე აქციას და ში თქვა,რომ საქართველო იწყებს ფეხზე დადგომას…ეს ნამდვილად ასე იქნება-იმიტომ რომ გია ყანჩელის ნიჭის მქონე ქვეყანა არ შეიძლება არ იყოს წელში გამართული და გამარჯვებული…
გია ყანჩელი არის საუკეთესო განსახიერება ქართველების ევროპელობის..
რა დამავიწყებს,რა სიამაყით ვესწრებოდი მის კონცერტებს ბრიუსელში,ევროკავშირის მთელ ხელმძღვანელობასთან ერთად,მე მახსოვს თუ როგორ ტკბებოდა ყანჩელის ჰანგებზე აბანოთუბანში პრეზიდენტი ბუში..
ვწუხვარ,რომ დღეს მას ვერ ვაცილებ უკანასკნელ გზაზე..ჩემი ფიქრები არის მის უმაგრეს მეუღლესთან და შვილებთან.განსაკუთრებით,ბმის ქალიშვილთან,ბნატო ყანჩელთან,რომელიც ჩემი ერთგული და ძალიან პროფესიონალური თანაშემწე იყო მრავალი წლის განმავლობაში ” წერს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...