მთავარისიახლეებიეკონომიკააბაშაში სიმინდის კარგი მოსავალი მოვიდა

აბაშაში სიმინდის კარგი მოსავალი მოვიდა

Published on

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივებში სიმინდის კარგი მოსავალი მოვიდა და ახლა მისი აღება აქტიურად მიმდინარეობს

მათი ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სიმინდის დიდი მასივები და მიმდებარე ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით, ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა. გატარებული ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა მავნებლის რაოდენობა, რამაც მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

ფერმერებთან შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა, რომ ფერმერებისა და სახელმწიფოს ერთობლივმა ბრძოლამ და კოორდინირებულად დაგეგმილმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, რაც მოსავლის შედეგებზე დადებითად აისახა.

„მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა იღებს თხილისა და სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი ფერმერი ზამთარს მომზადებული და ეკონომიკურად წელში გამართული, მომდევნო სეზონს კი წელს მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით შეხვდება,“ – აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...