სექტემბრის ბოლო დეკადაში სამეგრელოში 67,840 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

0
542

20 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, რიყეში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანსა და ხობში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ჯამში 67,840 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. – ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. .

მათი ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

წინა სტატიაექსპერტები არ ეთანხმებიან საპატრიარქოს მიერ მოყვანილ ინფორმაციას, თითქოს დეკანოზი გიორგი მამალაძე სიმულანტობს
შემდეგი სტატიასაკადრო წმენდა დევნილთა დეპარტამენტში. დატოვებს თუ არა თანამდებობას ზუგდიდელებისთვის კარგად ცნობილი მურად აბლოთია?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური