მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკადრო წმენდა დევნილთა დეპარტამენტში. დატოვებს თუ არა თანამდებობას ზუგდიდელებისთვის კარგად ცნობილი...

საკადრო წმენდა დევნილთა დეპარტამენტში. დატოვებს თუ არა თანამდებობას ზუგდიდელებისთვის კარგად ცნობილი მურად აბლოთია?

Published on

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დევნილთა დეპარტამენტში საკადრო წმენდას შეუდგა. სავარაუდოდ იგი დევნილტა დეპარტამენტის 80 თანამშრომელს სამსახურიდან უშვებს.

როგორც ,,ნიუპოსტი” თავის სწყაროებზე დაყრდნობით წერს, გათავისუფლებულთა შორისაა მურად აბლოთია, რომელიც ჯერ კიდევ სოზარ სუბარის მინისტრობის დროს დევნილთა სამინისტროში ერთერთი გავლენიანი ფიგურა იყო, სამინისტროს დაშლის შემდეგ ის დევნილთა დეპარტამენტში დარჩა.

ვინ იღებს გავლენას დევნილებსა და ვეტერანებზე და რას უკავშირდება 80 ადამიანის სამსახურს მიღმა დატოვება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მურად აბლოთიას გათავისუფლების ფაქტორი, რომელიც, როგორც ადრე „ნიუპოსტი“წერდა , კახა კალაძის დასაყრდენი იყო დევნილებში. თავის მხრივ, აბლოთია დევნილებისთვისაც მისაღები პერსონა იყო. ამის საპირისპიროდ, თუ კალაძეს დევნილთა სამინისტრო ჰქონდა აღებული, შინაგან საქმეთა მინისტრი ფსონს ანზორ მარგიანზე დებდა.

ცნობისთვის, სწორედ მარგიანის გამო შევიდა ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში როცა ახალი თანამდებობა შეიქმნა.

აბლოთიას გაშვებას რომ ტიკარაძე აპირებდა, ამაზე „ნიუპოსტი“ორი თვის წინ წერდა. სწორედ მურად აბლოთიას ჰქონდა ჩაბარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ დევნილთა ხმების მობილიზებ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, მათ შორის ზუგდიდის მერის არჩევნების დროსაც.

“კალაძე და გახარია დევნილებს ვერ იყოფენ და პარტიაში სერიოზული დაპირისპირებაა. კალაძემ გადაწყვიტა აბლოთიას ხელით, დევნილთა სამინისტროს მიმართულებით წავიდეს. გახარია კი მუშაობს იმაზე რომ აფხაზეთის მთავრობა და უმაღლესი საბჭო ხელში ჩაიგდოს. ანუ ორი გავლენიანი ფიგურა დევნილთა მიმართულებაზე აქტიურად მუშაობს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლებამ კარგად ნახა, რომ დევნილთა ყველა საარჩევნო უბანი წააგეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობაში შიდა წმენდა”-  აცხადებს  „ნიუპოსტთან“ ენმ-ის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია.

სიახლეები

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...