მთავარისიახლეებიპოლიტიკაქვეყანა მიჯირყვნეს, მძღოლებს მიშმაქსვით ემუქრებიან

ქვეყანა მიჯირყვნეს, მძღოლებს მიშმაქსვით ემუქრებიან

Published on

,,შმაქსები ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილან, თუ კი გამოჩნდებიან, აუცილებლად „მიიშმაქსებიან“, – ასე ეხმაურება დედაქალაქის  მერი კახი კალაძე   „გირჩის“ მიერ „შმაქსის“ დაფუძნებას.

კომპანია “შმაქსი” იურიდიულად უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მისი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეა. კომპანიის წესდების მიხედვით, მისი ფუნქცია საღი აზრისა და საგანმანათლებლო იდეების გავრცელებაა. პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ განმარტებით, ტაქსის მძღოლებს, რომლებიც რეგულაციების გამო ვეღარ მუშაობენ, „შმაქსაობას” სთავაზობენ.

შეგახსენრებთ, 1 ოქტომბერს ტაქსების რეგულაციის ახალი წესი ამოქმედდა. პროტესტის ნიშნად პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრებმა გაავრცელეს მესიჯი ,,ტაქსი არა ,,შმაქსი” და უმუშევრად დარჩენილ  მძღოლებს „შმაქსაობა“ შესთავაზეს. 

3 ოქტომბერს კომპანია  ,,შმაქსის” პრეზენტაცია გაიმართა და თბილისის ქუჩებში 50-ზე მეტი “შმაქსისტი” უკვე მოძრაობს, ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “გირჩი” ავრცელებს. . რასაც კახი კალაძე არ იმჩნევს, რადგან, როგორც ჩანს, შმაქსისტების მიშმაქსვა არც ისე იოლია . 

კითხვაზე შეუძლია თუ არა შსს-ს „შმაქსაობის“ გამო მძღოლების დაჯარიმება, უწყება პასუხობს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია მოქმედებს კანონის სრული დაცვით და კანონდარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხევაში, პოლიცია მოახდენს მყისიერ რეაგირებას“, –

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „შმაქსი“ დაჯარიმებას ექემდებარება, ანუ მძღოლები ,,მიიშმაქსებიან”

არადა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, საეჭვოა კალაძის გემოვნებით თეთრად გადაღებილმა ტაქსებმა გადაუღებავი შმაქსების კონკურენციას გაუძლონ, კამპანია ,,თეთრი ტაქსი და მშიერი მძღოლები” ჩავარდა.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...