მთავარისიახლეებისამართალიქართული ოცნების დეპუტატმა თანამშრომელ ქალზე ძალადობა სცადა. გამოძიება დაწყებულია

ქართული ოცნების დეპუტატმა თანამშრომელ ქალზე ძალადობა სცადა. გამოძიება დაწყებულია

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების დეპუტატის სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

გამოძიება დაწყებულია 126-ე, 138-ე და 187-ე მუხლებით, რაც ძალადობას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დეპუტატი უკვე გამოიკითხი და მიმდინარეობს საგამოძიება მოქმედებები.

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანამშრომელი მას  სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს . ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მთავარ არხთან ყვება, რომ ჯიშკარიანმა მასზე ჯერ სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა.

სიახლეები

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...