მთავარისიახლეებისამართალიმორიგი სკანდალი: პრეზიდენტმა არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისათვის მსჯავრდებულიც შეიწყალა

მორიგი სკანდალი: პრეზიდენტმა არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისათვის მსჯავრდებულიც შეიწყალა

Published on

  რადიო თავისუფლების მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთა შორის არიან, როგორც მკვლელობისთვის, ქურდობითვის, ისე არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულიც.

კერძოდ:

  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით — ორი ადამიანი;
  • ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევისთვის — ერთი ადამიანი.
  • ქურდობისთვის ბრალდებულები 24 ადამიანი;
  • ქურდობა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის — ორი პირი;
  • განზრახ მკვლელობისთვის — 2 ადამიანი;
  • განზრახ მკვლელობისთვის დამამძიმებელ გარემოებაში — ერთი ადამიანი.

როგორც ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტმა სხვა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებთან ერთად, ისეთი მსჯავრდებულიც შეიწყალა, რომელიც გასამართლებული იყო 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულით. აღნიშნული მუხლი კი გულისხმობს – სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

გამოთხოვილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ შეწყალებულებს შორის არიან, ასევე, ძარცვის, ყაჩაღობის, მითვისება ან გაფლანგვა. სამსახურებრივი სიყალბის, თაღლითობის და ქრთამის მიცემისთვის მსჯავრდებულები. 

პრეზიდენტმა 2018 წლის 17 დეკემბრიდან დღემდე სულ 91 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, 34 მარიამობის დღესასწაულზე.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...