მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილის რეაქცია ,,ვანოს შოუზე'': ბრავო, ვანო, ქართლოს!

მიხეილ სააკაშვილის რეაქცია ,,ვანოს შოუზე”: ბრავო, ვანო, ქართლოს!

Published on

,,ბრავო ვანო, ქართლოს” -ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,მთავარი არხის” ეთერში 4 ოქტომბერს გასულ გადაცემას ,, ვანოს შოუ”, კერძოდ ენიგმა ჯგუფის კომპოზიციაზე აგებულ პაროდიას ,, მიხეილ სააკაშვილის მისია – სამშობლოში დაბრუნება და ბოკერიადან ეშმაკის განდევნა”.

ამ მოკლე სტატუსს უამრავი კომენტარი მოყვა, მათი ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ მიხეილ სააკაშვილის იუმორის გრძნობას და ჯანსაღ რეაქციას კრიტიკულ და ალაგ-ალაგ მაამებლობისგან შორს მდგარ სარკაზმზე, რაც ასე განასხვავებს მას დღეს სახელმწიფოს მთავარი მიმჯირყვნელისაგან, რომელიც მსგავს შემთხვევებში მტკივნეულად რეაგირებს და გააფთრებით ებრძვის მათ, ვინც ეკრანიდან თუ ბეჭდური მედიის ფურცლებიდან უცერემონიოდ იხსენიებს მას, ჯირყვნის, ჯირყვნის, მაგრამ ვერ ჯირყვნის და მიიღო კიდეც ვითომ უკვე მიჯირყვნილი არხიდან შობილი ორი კიდევ უფრო კრიტიკული ტელევიზია.

სიმართლე უნდა ითქვას, სააკაშვილი არხეინად არის, რადგან ქვეტექსტებსაც კარგად კითხულობს, ეს კი ივანიშვილისთვის, მიუხედავად ,,განსწავლულობისა” ნიცშეანურ- ფროიდული აზროვნების სფეროში, მიუწვდომელი თუ ჩაუწვდომელია.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას – იგი ქვეტექსტებს ივანიშვილისგან განსხვავებით, კითხულობს და უთუოდ მიხვდებოდა, რა მესიჯი გაუგზავნეს მას ჯერ არხის მსახიობებმა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილმაც.

თუმცა ეს ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის ყველა მხარდამჭერმა როდი გაიგო.

,,ვანო ჯავახიშვილის შოუში სააკაშვილზე ხუმრობაზე ასეთი დემარში მისი მომხრეების გარკვეული ჯგუფის მიერ, ყველაფერ სხვა მძიმე დასკვნასთან ერთად, თავად ლიდერის შეურაცხყოფაც მგონია.

ლიდერის, რომელსაც თავად ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

ლიდერის, რომელსაც ერის მამობა და ბელადობა კი არა, ერთხელ უკვე წარმატებით დაწყებული, დემოკრატიული და მდიდარი საქართველოს შენების გაგრძელება სურს.” – ასეთი იყო ნიკა გვარამიას ,,გამოხმაურება გამოხმაურებაზე”

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...