მთავარისიახლეებისამართალიგიორგი გაბუნია და ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი გაბუნია და ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

Published on

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, მათ პროკურატურაში არანაკლებ ხშირად უწევთ სიარული, ვიდრე სამსახურში

გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. იგი უწყებაში 7 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, – აცხადებენ პროკურატურაში.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე პროკურატურაში „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც დაიბარეს. ის უწყებაში დღეს, 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...