მთავარისიახლეებიმსოფლიო3 ნოემბრიდან მიგრანტებს, რომლებსაც ჯანმრთელობის დაზღვევა არ ექნებათ, ან ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯების...

3 ნოემბრიდან მიგრანტებს, რომლებსაც ჯანმრთელობის დაზღვევა არ ექნებათ, ან ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა თავად არ შეეძლებათ, აშშ-ში შესვლის ნებას არ მისცემენ

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, იმ მიგრანტებს, რომლებსაც ჯანმრთელობის დაზღვევა არ ექნებათ, ან ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა თავად არ შეეძლებათ, აშშ-ში შესვლის ნებას არ მისცემენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

“ჩვენს ჯანდაცვის სისტემას აუნაზღაურებელი სამედიცინო მომსახურებისგან გამოწვეულ პრობლემებთან უწევს გამკლავება, აშშ-ის მთავრობა კი პრობლემას კიდევ უფრო აუარესებს იმით, რომ ქვეყანაში შემოსვლის ნებას რთავს ადამიანებს, რომლებიც ჯანდაცვის ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას ვერ ადასტურებენ,“- აღნიშნულია ტრამპის ბრძანებულებაში.

აშშ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ სიახლე მხოლოდ საიმიგრაციო ვიზის მფლობელებზე გავრცელდება და არ შეეხება თავშესაფრის ან ლტოლვილის სტატუსის მაძიებლებს.

დოკუმენტი ძალაში 3 ნოემბრიდან შევა.

სიახლეები

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...