მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაქარია ქუცნაშვილი: ის, რაც 20 ივნისს მოხდა, ქაჯობა იყო

ზაქარია ქუცნაშვილი: ის, რაც 20 ივნისს მოხდა, ქაჯობა იყო

Published on

ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ სიმართლის თქმის დრო დადგა და საზოგადოებამ უნდა გაიგოს ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ.

“ის რაც 20 ივნისს მოხდა, მე ამას ქაჯობა ვუწოდე. იმიტომ, რომ, როცა შეგიძლია გამოიყენო და ერთადერთი ინსტრუმენტი გაქვს საერთაშორისო დიპლომატია და საერთაშორისო ფორუმები საქართველოში და ამას ვერ იყენებ ეს ქაჯობაა ჩემი აზრით. მიუხედავად იმისა, რომ მე მარტო დავრჩე საკუთარი სინდისის წინაშე და ამაზე პოზიციას არ შევცვლი. ზოგიერთი მედიიის წამომადგენელი ამას იყენებდა.

ფაქტების შეგნებულად გაყალბებით თავდაპირველად შეეცადნენ ადამიანების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ და პარლამენტში მათი შეჭრა ხელისუფლების დამხობისთვის გამოეყენებინათ.

როდესაც ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ შეეცადნენ ქართული საზოგადოების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ და ის მიემართათ ამჯერად უკვე „რუსთავი 2-ის“ დასარბევად. იმისათვის რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ისინი მსხვერპლნი, ხოლო ქართული საზოგადოება და მისი ხელისუფლება მოძალადედ და ანტიდასავლურ ძალად წარმოჩინებულიყო.

ამ ხაფანგმაც რომ არ გაჭრა, ადგნენ და პროპაგანდის მანქანის არქივი, მთავარი ინტელექტუალური პროდუქტი, გაასხვისეს, რითაც ათწლეულების მანძილზე სხვისი რესურსებით შექმნილი მორიგი მატერიალური სიკეთე მათთვის ხელმისაწვდომ ადგილზე მოახვედრეს” – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

წყარო: ,,ნიუ პოსტი”

სიახლეები

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა.ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ პენტაგონმა კომპანია...

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...