მთავარისიახლეებისაზოგადოებამომდევნო სამი დღე ძირითადად მზიანი იქნება

მომდევნო სამი დღე ძირითადად მზიანი იქნება

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ცნობით, 5 ოქტომბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი, უნალექო ამინდი იქნება, 6 და 7 ოქტომბერს კი ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი

5 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 22- 27 გრადუსია მოსალოდნელი.

6 ოქტომბერს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 24 -29 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი დედაქალაქშიც, ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსი იქნება.

7 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20- 25 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 21 -26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, 7 ოქტომბერს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

ზუგდიდში დღეს მზიანი ამინდია, უღრუბლო ამინდი იქნება 5 ოქტომბერსაც, ჰაერის ტემპერატურა შუადღისას 32 გრადუსს მიაღწევს, 6 და 7 ოქტომბერს კი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6 ოქტომბერს 27 გრადუსამდე იკლებს, 7 ოქტომბერს კი 20 გრადუსია მოსალოდნელი.

სიახლეები

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა.ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ პენტაგონმა კომპანია...

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...