მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მერის მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს დეკლარაცია კანონდარღვევით აქვს შევსებული...

ზუგდიდის მერის მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს დეკლარაცია კანონდარღვევით აქვს შევსებული – TI

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების 40-ზე მეტი დეკლარაციიდან დარღვევები 16-ში გამოვლინდა, მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 12 ფაქტი და საკუთარი წილის სხვა პირისთვის გადაუცემლობის 11 შემთხვევა. როგორც კვლევაშია მითითებული, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილეს, გიგა ფარულავას დეკლარაცია 2019 წლის თებერვალში აქვს შევსებული, დეკლარაციაში არა აქვს აღნიშნული, რომ მამამისი გიორგი ფარულავა შპს “როკონას” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას დეკლარაცია 2018 წლის ოქტომბერში აქვს შევსებული, სადაც მითითებული აქვს, რომ შპს “ზუგდიდის ეთერზეთების კომპანიის” 100% წილის მფლობელია, თუმცა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს დეკლარაცია 2019 წლის იანვარში აქვს შევსებული,სადაც აღნიშნული აქვს, რომ შპს “ლაზიკას” 100% წილის მფლობელია, თუმცა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული.კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ბესიკ ჭეჟიამ “ქართულ ოცნებას” 2014 წელს 2 500 ლარი შესწირა.

ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი დეკლარაციები და მოახდინოს რეაგირება.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...