მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანი: ,,იმ დაპირებების უმრავლესობა, რომელიც გაიცა 2012 წლის არჩევნებისთვის, შეძლებისდაგვარად არის...

თეა წულუკიანი: ,,იმ დაპირებების უმრავლესობა, რომელიც გაიცა 2012 წლის არჩევნებისთვის, შეძლებისდაგვარად არის შესრულებული”

Published on

,,მე ვფიქრობ რომ ის დაპირებები, რომელიც გაიცა 2012 წლის არჩევნებისთვის, უმრავლესობა მათგანი შეძლებისდაგვარად არის შესრულებული.” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

,,არ არსებობს პოლიტიკური დაპირებები, რომლებიც 100%-ით სრულდება, რადგან როდესაც ხარ ხელისუფლებაში, შენ რაღაცას შეძლებ, რაღაცას ვერ შეძლებ.

რაც შეეხება ეკონომიკასა და სხვა პარამეტრებს, აქ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის ის, რაც არის. შესაძლებლობები არ არის უსაზღვრო, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ იმ ეკონომიკური შესაძლებლობების პირობებში, რაც ქვეყანას აქვს, საკუთარი მოქალაქეებისთვის გააკეთა მაქსიმუმი.

ქართული ოცნების ხელისუფლება იყო ყოველთვის თავისი ღირებულებების გულწრფელი ერთგული. ყოველ შემთხვევაში ეს მე ჩემს თავზეც შემიძლია გითხრათ, სხვებზე რომ არ ვისაუბრო და ვალდებულებების ტვირთი, რა თქმა უნდა, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, რომ ღირსეულად მეტარებინა. 

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...