მთავარისიახლეებისაზოგადოებაპალიასტომის ტბიდან დიდი რაოდენობით თევზი გამოირიყა

პალიასტომის ტბიდან დიდი რაოდენობით თევზი გამოირიყა

Published on

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქვეყნებს განცხადებას კოლხეთის ეროვნული პარკში, პალიასტომის ტბიდან დიდი რაოდენობით თევზის გამორიყვის ფაქტთან დაკავშირებით

ადგილზე იმყოფებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას სწავლობენ. – ნთქვამია განცხადებაში – უკვე აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში. კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.


სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი უკავშირდება წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეში გამოიხატება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...