მთავარისიახლეებიპოლიტიკაოლიგარქს აბასთუმნის ობსერვატორიაზე უჭირავს თვალი? - რა კავშირშია გახარიას გადაწყვეტილება ...

ოლიგარქს აბასთუმნის ობსერვატორიაზე უჭირავს თვალი? – რა კავშირშია გახარიას გადაწყვეტილება ივანიშვილის აბასთუმნის პროექტთან

Published on

მთავრობის დადგენილებით, აბასთუმნის ობსერვატორია ილიაუნის ჩამოერთვა და ცალკე სიპ-ად ჩამოყალიბდა. მთავრობის დადგენილების თანახმად, აბასთუმნის ობსერვატორიის კონტროლს განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს. სამინისტრომვე უნდა უზრუნველყოს ობსერვატორიაში უფლება-მოსილი პირის დანიშვნაც.

მთავრობის დადგენილებით, განათლების სამინისტრომ, ილიაუნთან ერთად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება დადგენილების ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიაუნის 2019 წლის 24 ნოემბერს გამოეყოფა.

ცნობილია, რომ აბასთუმანში ივანიშვილი დიდი ოდენობით მიწას ყიდულობს და სასახლეს აშენებს, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ობსერვატორიის ილიაუნის ჩამორთმევა და მისი ცალკე სიპად გადაკეთება ამ გეგმის ნაწილია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...