თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოში დღეს იმსჯელებენ.
ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოში ოტიაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.
პოლიციამ დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.