მთავარისიახლეებიპოლიტიკაკრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის შესახებ...

კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით იმყოფებოდა

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში მისი და მისი გარემოცვის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით იმყოფებოდა.

სააკაშვილის თქმით, ჭიჭიაშვილი „ძალიან საშიში დამნაშავე“ იყო.

“კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა” – წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, „საჭიროა, გამოძიებულ იქნას მისი კავშირი ქართულ სპეცსამსახურებთან, რომლებიც თავის მხრივ კონტროლირებულნი არიან რუსი კოლეგების მიერ“.

სიახლეები

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა.ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ პენტაგონმა კომპანია...