მთავარისიახლეებისამართალი20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

Published on

ირაკლი ოქრუაშვილისა და კიდევ ორი ბრალდებულის  საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იწყება. დღევანდელ სხდომაზე ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი იშუამდგომლებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის სხვა ბრალდებულების საქმისგან გამოყოფის შესახებ.

მამუკა ჭაბაშვილის განმარტებით, ოქრუაშვილის საქმეს არანაირი შეხება არ აქვს გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილთან, რომლებიც ასევე დაკავებულები არიან 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. დაცვის მხარისთვის გაუგებარია, რატომ ხდება სასამართლო პროცესის გაერთიანება.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ასევე, საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი 14 საათზეა ჩანიშნული. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...