მთავარისიახლეებიპოლიტიკა"შენ ხარ მკვლელი, უნამუსო ბოკერია ხარ შენ"- მწვავე დაპირისპირება ბოკერია-მარშანიას შორის

“შენ ხარ მკვლელი, უნამუსო ბოკერია ხარ შენ”- მწვავე დაპირისპირება ბოკერია-მარშანიას შორის

Published on

ადა მარშანია გიგა ბოკერიას და “ევროპული საქართველოს” წევრებს დაუპირისპირდა.

“სად ჯანდაბაშია თქვენი ამომრჩეველი, მე თქვენს ამომრჩეველს შეურაცხყოფას ვაყენებ, რომელმაც უნამუსოდ მოგცათ ხმა. გული გამისკდა, აღარ შემიძლია. შენ ვინა ხარ, შენ ხარ უნამუსო ადამიანი, მკვლელი ხარ შენ, უნამუსო ბოკერია ხარ შენ,” – მიმართა ადა მარშანიამ ბოკერიას, რომელმაც “მუხროვანის ამბიხზე” ისაუბრა.

“ჩვენც გვიჭირს, რომ პუტინის ხალხი გვიზიხართ უკან”- განაცხადა ბოკერიამ მარშანიას საპასუხოდ.

ამის შემდეგ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა “ქართულ ოცნებას” მიმართა:

“თქვენ ხართ ლაჩრები და მოღალატეები. თქვენ უღალატეთ ქართველ ერს. თქვენ ხართ უნამუსო ხალხი. სირცხვილია, რომ ამბობთ, რომ ესენი ხალხმა აირჩია,”- მიმართა ადა მარშანიამ უმრავლესობას.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...