მთავარისიახლეებისაზოგადოებამარტვილის საბავშვო ბაღში მოწამლული ორი ბავშვი საავადმყოფოში რჩება

მარტვილის საბავშვო ბაღში მოწამლული ორი ბავშვი საავადმყოფოში რჩება

Published on

მარტვილის რაიონულ საავადმყოფოში ამ დროისთვის ნომერ მეორე საბავშვო ბაღიდან გადაყვანილი ორი არასრულწლოვანი რჩება. ექიმების განმარტებით, ორი ბავშვის საავადმყოფოში ამ დრომდე დატოვების მიზეზი ადრე გადატანილი ინფექციური დაავადება გახდა.

მარტვილის მეორე საბავშვო ბაღში ექსპერტ-კრიმინალისტები გუშინ მთელი დღე მუშაობდნენ. ასევე, მუშაობდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც ბათუმის ლაბორატორიაში გაგზავნეს სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი.

გუშინ მარტვილის რაიონულ საავადმყოფოსა და კლინიკა „მკურნალში“ ინტოქსიკაციის ნიშნებით მარტვილის ნომერ მეორე საბავშვო ბაღიდან სამიდან ხუთ წლამდე ასაკის 19 ბავშვი გადაიყვანეს. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ სტაციონარში მხოლოდ ორი ბავშვი დარჩა.

მარტვილის მეორე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...