მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია: ,,7 წლის თავზე ჩვენ უფრო მეტი ადამიანი გვყავს...

ეკა ბესელია: ,,7 წლის თავზე ჩვენ უფრო მეტი ადამიანი გვყავს სამართლის მოლოდინში, ვიდრე 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე”

Published on

“ 7 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ უფრო მეტი ადამიანი, სამართლის მოლოდინში, ვიდრე გვყავდა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე.- განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. – იმ ადამიანებს დაემატათ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი. დღეს გვყავს განაწყენებული მხარდამჭერები, განაწყენებული საერთაშორისო პარტნიორები, ის კარგი დინამიკაც, რაც გვქონდა ადამიანის უფლებების კუთხით პირველ წლებში, რაც მართლაც გვეამაყებოდა, არის დარტყმის ქვეშ და საფრთხისქვეშ. მე მგონია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ეს ერთ-ერთი ბოლო შანსია 2020-ის წინ. ეს პროცესი საბოლოოდ გასცემს ალბათ ყველაფერს პასუხს”

7 წელი შესრულდა რაც ქართული ოცნება მოვიდა მთავარი დაპირებით, მთავარი იდეით, სამართლიანობის იდეით და სამწუხაროდ ამ 7 წლის თავზე იმ ადამიანებს ვინც ეს პირველი ოქტომბერი მოიტანა და ვის მხრებზეც გადაიარა იმ ადამიანებს ყველაზე მეტი შეურაცხყოფა მივაყენეთ და ყველაზე მეტად ვატკინეთ გული. განსაკუთრებით იმათ, ვინც არ იმსახურებდა 7 წლის თავზე იმის თქმას, რომ ვინც მათ ჩაგრავდა და უსამართლოდ ექცეოდა, გაკეთილშობილდნენ, გასხივოსნდნენ და უვადოდ უნდა აღზევდნენ.

მე პირადად და , იმ ადამიანების სახელით, ვინც მათ პირდებოდა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, მინდა პატიება ვთხოვო და ვუთხრა, რომ ეს არის იდეა, რომელიც ჩვენ არ დაგვვიწყებია და არ გვიღალატია.

ვინც ზურგი შეაქცია და არჩია დროის, გარემოების, კომფორტის თუ სხვა რაღაცის გამო ეღალატა ამ მთავარი იდეისთვის, ამაზე ალბათ საზოგადოება თავად გააკეთებს თავის არჩევანს მომავალ წელს. მაგრამ ახლა, როდესაც 7 წლის თავზე, ყველაზე კრიტიკული, მნიშვნელოვანი, რთული და საპასუხიმგებლო პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში. როდესაც ამ 7 წლიანი რეფორმის შედეგებს ვხედავთ, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოხატავდნენ უსამართლობის დროს თავიანთ უპრინციპო დამოკიდებულებას, ბოდიშს კი არ იხდიან, კი არ ნანობენ რამეს, რომ რაღაცა ისეთი გააკეთეს, რამაც ხელი შეუწყო იმ ძალადობრივი რეჟიმის ჩამოყალიბებას, არამედ ამბობენ რომ ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ ახლა კიდევ უფრო კარგად უნდა იყოს. – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...